შპს „ინტერ კონსტრაქშენი“ დაარსდა 2011 წელს, უკვე 10 წელია რაც აქტიურად არის ჩართული, სამშენებლო საქმიანობაში.
შპს „ინტერ კონსტრაქშენი“ მუშაობს დამკვეთთან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე. დამკვეთთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდგომ, კომპანიაში იწყება ყველაზე დინამიური პროცესი, სამშენებლო სამუშაოების მომზადება და განხორციელება. ინტერ კონსტრაქშენის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაკისრებული ვალდებულებების დროულად და პირნათლად შესრულება, რაც კომპანიებთან გრძელვადიან თანამშრომლობასა და საიმედოობას განაპირობებს.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით.
მნიშვნელოვანია ასევე ხარისხიც, სწორედ ამიტომ ჩვენი კომპანიის ინჟინერ-საქმეთამწამროებლები აქტიურად არიან ჩართული, მშენებლობის პროცესში და ყოველდღიურად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი.
კომპანია აღჭურვილია სხვადასხვა ტექნიკით, იქნება ეს სპეც ტექნიკა, სალესი აპარატები, სამშენებლო კალათები, უახლესი ხელსაწყოები და ა.შ
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.
კომპანია „ინტერ კონსტრაქშენი“-ს მთავარი პრინციპი არის გუნდური მუშაობა, სწორედ გუნდური მუშაობა და მიზანდასახულობა განაპირობებს ყველაზე მთავარს, ხარისხის.
